კითხვები

FAQ

ხშირად დასმული კთხვები

ჩვენი იურისტები ყოველთვის ორიენტირებული არიან საუკეთესო შედეგებზე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ფირმას შეუძლია პროცესის მხოლოდ შემდგომ საფეხურზე გაამახვილოს ყურადღება, ჩვენი გუნდი სასამართლო პროცესის თითოეულ ეტაპზე სტრატეგიის ძირითად აქცენტს აკეთებს საბოლოო შედეგებზე. კლიენტის სასურველ შედეგზე ფოკუსირება არის თითოეული შემთხვევის სტრატეგიული პროცესის განუყოფელი ნაწილი. მაშასადამე, თუ თქვენ ეძებთ საუკეთესო იურისტებს საქართველოში თქვენი სამართლებრივი საკითხის გადასაჭრელად, მაშინ ჩვენ მზად ვართ ვუზრუნველყოთ თქვენთვის სასურველი შედეგები, უმოკლეს დროში.
 

ჩვენ ვსწავლობთ მთელ საქმეს, კომპანიის ისტორიიდან დაწყებული სამომავლო პერსპექტივების ანალიზით დასრულებული. რეგულარულად ვდებთ წერილობით დასკვნებს. ჩვენ ვართ მეტად ეფექტური, რადგან შეგვიძლია ვიყოთ ერთდროულად რამდენიმე ადგილზე, ერთდროულად ვაკეთებდეთ რამდენიმე საქმეს. ჩვენს მიერ წარმოებული საქმეთა აბსოლუტური უმრავლესობა დასრულდა წარმატებით. ჩვენ ვწევთ მომსახურებას, რომელიც ღირს. ჩვენ ვუფრთხილდებით პირველ რიგში საკუთარ და შემდეგ თქვენს დროით რესურსს. ჩვენ ვწევთ მომსახურებას, რომელიც ღირს. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც შეგიძლიათ თქვენი ბიზნესი ანდოთ. ახალი ხედვით, ახალი შესაძლებლობებით ჩვენ ვქნით ახალ ღირებულებებს და ვამკვიდრებთ ახალ ტენდენციებს.

საზოგადოებაში მყარად არის დამკვიდრებული აზრი რომ იყო ადვოკატი ნიშნავს შეგეძლოს კარგად კამათი. ჩვენი აზრით ეს არასწორია, კამათი მხოლოდ წაგებული საქმის ადვოკატს სჭირდება. ჩვენ ვთვლით, რომ იყო საუკეთესო ადვოკატი გულისხმობს გქონდეს ხასიათი, სითამამე, თანდაყოლილი ქარიზმა და კარგად შეგეძლოს სახალხოდ ლოგიკური მსჯელობა, შესაბამისი ბმებისა და კავშირების დანახვა და მათი გადაცემა მსმენელისათვის. კარგი ადვოკატი მსმენელს არ უხსნის, არ უღეჭავს ინფორმაციას. სასამართლო პროცესზე, მოლაპარაკებებისას ადვოკატი ლოგიკური ბმების ჩაწვეთებით მსმენელს აძლევს შესაძლებლობას თავად გამოიტანოს დასკვნა. წმინდა ფსიქოლოგიური ფაქტორია, მხოლოდ ასეთ დასკვნას აღიქვამს მსმენელი და თავისთავად სწორედ ასეთი მიდგომა მუშაობს.

იურიდიული მომსახურების გაწევისას შეცდომების დაშვების ალბათობა 0 ის ტოლია, რადგან ყოველი საქმე, ყოველი სტრატეგია, დოკუმენტი, ფორმა, კონცეპტი, შესაძლო ვარიანტი თუ აბსტრაქტული იდეა მუშავდება გამოცდილი იურისტების  და საუკეთესო ადვოკატების მიერ. დამუშავებისა და სრულყოფის შემდეგი ეტაპია ვიზირება, რომელსაც ამ მომენტისთვის ახორციელებს „სამართლის ხელის“ დამფუძნებელი – ადვოკატი დავით მეტრეველი.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ გადახდის თქვენზე მორგებული პირობები, შეგიძლიათ ისარგებლოთ საადვოკატო მომსახურებით წინასწარი გადასახადის გარეშე. წინასწარ მოგიწევთ მხოლოდ საპროცესო ხარჯების დაფარვა.
ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ მთლიანად ორიენტირებული ვართ შედეგზე. ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი უფლების რეალიზების საშუალება.

ერთი ადვოკატის აყვანა კომპანიისთვის ნაკლებად მომგებიანია, ვიდრე ჩვენი, განსხვავებული სპეციალიზაციის ადვოკატების ჯგუფის. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა თქვენი საქმიანობის ყველა პროცესი სამართლებრივად ვსრულყოთ
 

კვალიფიციური იურიდიული ადვოკატი

სისხლის სამართალი

20 წლიანი გამოცდილება

სამოქალაქო სამართალი

99% საქმის მოგება

ადმინისტრაციული სამართალი

რატომ ავირჩიოთ დაცვა
იურისტები?!

დარეკეთ 24/7

გჭირდებათ რჩევა?
დანიშნეთ შეხვედრა დღესვე!

კონტაქტი

პრაქტიკის სფეროები

კერძო დეტექტივი

კერძო გამომძიებელი

პირადი დეტექტივი

დეტექტივის დაქირავება

სიახლეები

You have been successfully Subscribed! Ops! Something went wrong, please try again.

© 2026 კერძო დეტექტივი – დეტექტივთა გაერთიანება